რუსეთმა კიევი დაბომბა, არის მსხვერპლი
By

რუსეთმა კიევი დაბომბა, არის მსხვერპლი

დღეს დილით, რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. უკრაინული მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, დაშავდა ათობით ადამიანი.

„ჩვენ გვყავს 52 დაშავებული, 30-მდე საავადმყოფოშია, მათ შორის 9 ბავშვია. სამწუხაროდ, ეს რიცხვი გაიზრდება. რუსი ტერორისტების მიზანმიმართული დარტყმის შედეგად, კიევის ორი მცხოვრები დაიღუპა. სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება“, – განაცხადა კიევის გენერალური შტაბის უფროსმა ტიმურ ტკაჩენკომ.

მისივე თქმით, მხოლოდ კიევში, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა 27-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

 

  • No Comments
  • ივლისი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *