19 C ბათუმი
Wednesday 16th July 2025
რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და 400 დრონით შეუტია
By

რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და 400 დრონით შეუტია

 

რუსეთმა 16 ივლისის ღამეს უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედისა“ და სხვა ტიპის 400 დრონით შეუტია. უკრაინელებმა 198 დრონი გაანადგურეს, 145 კი რადიოელექტრონული ომის საშუალებებით გაანეიტრალეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 57 უპილოტო საფრენი აპარატის და 1 ბალისტიკური რაკეტის თავდასხმა დაფიქსირდა 12 ლოკაციაზე.

შეტევის ძირითადი მიმართულებები იყო კრივი-რიჰი, ხარკოვი და ვინიცა.

 

  • No Comments
  • ივლისი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *