რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტითა და 46 დრონით შეუტია
By

რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტითა და 46 დრონით შეუტია

რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტითა და 46 დრონით შეუტია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, თავდაცვის ძალებმა 29 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
„17 დრონი და 1 „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთით სამ ლოკაციაზე ჩამოვარდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
შეგახსენებთ, დღეს ღამით, რუსებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, მათ შორის – ორი ბავშვი.

 

  • No Comments
  • აგვისტო 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *