რუსეთმა  უკრაინას დრონებით შეუტია
By

რუსეთმა  უკრაინას დრონებით შეუტია

უკრაინული მედიის ინფორმაციით,   22 სექტემბრის ღამეს, რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 141 დრონით შეუტიეს.

ინფორმაციით, დილის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში 132 დრონი ჩამოაგდეს ან გაანეიტრალეს.

უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმა შვიდ ლოკაციაზე დაფიქსირდა, განადგურებული დრონების ნამსხვრევები კი რვა ლოკაციაზე ჩამოცვივდა.

გარდა ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა დღეს დილით ქალაქ ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. კერძოდ, ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავებიდან მართვადი საჰაერო ბომბები გაუშვეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 4  დაშავდა.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *