19 C ბათუმი
Thursday 17th July 2025
რუსეთმა უკრაინის დრონებით შეტევების გამო, რამდენიმე რეგიონში განგაში გამოაცხადა
By

რუსეთმა უკრაინის დრონებით შეტევების გამო, რამდენიმე რეგიონში განგაში გამოაცხადა

რუსეთის რამდენიმე რეგიონში, 17 ივლისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინული დრონებით შეტევებს მსხვერპლი მოჰყვა. მათივე ცნობით,

გრაივორონის რაიონში კერძო სახლზე დრონით დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქალაქ ბელგოროდში ჰოსპიტალიზებულია ექვსი დაშავებული.

„რუსეთი უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმის ქვეშ – ბევრ რეგიონში გამოცხადდა განგაში, უპილოტო საფრენი აპარატების მიერ გამოწვეული საფრთხის გამო“ – წერენ ტელეგრამ არხები.

უკრაინას რუსეთზე დრონებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს. თავად უკრაინა რუსეთის ჯარების მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით ინტენსიური დარტყმების ქვეშაა.

გაეროს მონიტორინგის მისიის მონაცემებით, მხოლოდ 2025 წლის ივნისში უკრაინაში დაიღუპა 232 და დაიჭრა 1343 მშვიდობიანი მოქალაქე, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში სამოქალაქო მოსახლეობაში ერთ თვეში გამოწვეული ყველაზე დიდი მსხვერპლია.

 

  • No Comments
  • ივლისი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *