
By
„რუსეთს არ შეუძლია, იყოს შუამავალი ისრაელისა და ირანის კონფლიქტში“
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთს არ შეუძლია, იყოს შუამავალი ისრაელისა და ირანის კონფლიქტში.
„არ მჯერა, რომ რუსეთს, რომელიც ახლა ჩართულია მაღალი ინტენსივობის კონფლიქტში და რამდენიმე წელია იღებს გადაწყვეტილებას, არ დაიცვას გაეროს წესდება, შეუძლია იყოს შუამავალი“, – განაცხადა მაკრონმა გრენლანდიაში ვიზიტისას.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააჟღერა იდეა, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა იყოს ისრაელისა და ირანის კონფლიქტში შუამავალი.