რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
By

რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება

ბათუმში რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. პროექტი გულისხმობს გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ჭავჭავაძის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში და რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.

სამუშაოების ფარგლებში, არსებული ქვაფენილი ჩანაცვლდება სამფენიანი ასფალტის საფარით, მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.

სამუშაოების გამო 18 ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე, დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში და გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში, ნინოშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა, დროებით, ორმხრივი გახდება.

ცვლილებები შედის სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულებითაც.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *