19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ
By

რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ქალაქ ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან ერთად, რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას ასფალტის საფარით.

რუსთაველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სრულად განახლდება სანიაღვრე და ენერგოინფრასტრუქტურა. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები. სამუშაოები, რომელსაც რამდენიმე კომპანია ინტენსიური დატვირთვით ასრულებს, უახლოეს პერიოდში დასრულდება.

  • No Comments
  • აპრილი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *