რუსულმა ძალებმა უკრაინას შეუტიეს, არის მსხვერპლი
By

რუსულმა ძალებმა უკრაინას შეუტიეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა კიევის ოლქის ქალაქ ბილა-ცერკვაზე დრონებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი ავტოფარეხის კოოპერატივში ხანძრის ჩაქრობის დროს აღმოაჩინეს.

ამასთან, წუხელ რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმსაც შეუტიეს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, არიან დაშავებულები, მათ შორის ერთი ბავშვი.

სუმის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი კრივოშენკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.

„დაზიანდა ოთხი საცხოვრებელი შენობა, ჩამსხვრეულია დაახლოებით 50 ფანჯარა. არიან დაშავებულები, მათ შორის ერთი ბავშვი. ხანძარი ლიკვიდირებულია“, – აცხადებს კრივოშენკო.

რუსებმა ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურაც დაბომბეს. თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია.

„საფრთხეზე დროული რეაგირების წყალობით, შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი ნგრევისა და ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება“, – განაცხადეს იზმაილის რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციაში.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *