By
საახალწლო ღონისძიებები დასრულდა
ბათუმში ახალი წლის დღეების სადღესასწაულო პროგრამა, საშობაო კონცერტით დასრულდა. საახალწლო სოფელი და საზეიმო ღონისძიება ევროპის მოედანზე, 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამა მოიცავდა კულტურულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს. ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით 14 კონცერტი, მრავალფეროვანი საბავშვო აქტივობები და საზეიმო მსვლელობები გაიმართა.
ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის, საახალწლო სოფელში, მოწყობილი იყო სხვადასხვა თემატური სივრცე.
გალერეა




