
By
საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიება
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ორგანიზებით, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. სადღესასწაულო პროგრამაში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლი, თეატრალური დასი, საგუნდო და სოლო შემსრულებლები მუსიკალურ-გასართობი წარმოდგენებით. რომელშიც ჩართულები იყვნენ ბავშვებიც.
ღონისძიების ფინალური სიმღერა ევროვიზიის გამარჯვებულმა ანდრია ფუტკარაძემ შეასრულა. წელს, ბათუმში, მუნიციპალური საბავშვო ბაღი სასკოლო ასაკის 2755 აღსაზრდელმა დატოვა.
გალერეა



