By
საბავშვო ბაღის მშენებლობა 2026 წლის გაზაფხულზე დასრულდება
სოფელ ერგეში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ლორთქიფანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან მინდია დიასამიძესთან, ნადიმ ვარშანიძესთან და მერიის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე აქტიურად ხორციელდება შიდა სამუშაოები. პროექტის ფარგლეში მოეწყობა ბუნებრივ საფარიანი ეზო, საძინებლები, სათამაშო ოთახები, სამზარეულო, დამონტაჟდება ლიფტი და საბავშვო ატრაქციონები, შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.
საბავშვო ბაღის მშენებლობა 2026 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
