18 C ბათუმი
Thursday 19th June 2025
By

საბანკო სესხების გადახდა კიდევ სამი თვით გადავადდა

ნანა აბულაძე: 577 20 35 90 ეკონომიკური კრიზისის გამო მოქალაქეები, რომლებსაც მთავრობამ სამი თვით გადაუვადა საბანკო სესხი, კიდევ სამი თვით შეძლებენ აღნიშნული შეღავათით სარგებლობას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა და დასძინა, რომ მთავრობამ შეძლო ბანკებთან შეთანხმების მიღწევა და იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც ახალი კორონავირუსის დროს დაკარგეს სამსახური, ან შეუმცირდათ შემოსავალი, ასევე აქვთ საბანკო კრედიტი, უნდა მიმართონ ბანკს, სადაც მათ პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, სესხს კიდევ სამი თვით გადაუვადებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ თავის მოქალაქეებს მარტში გადაუვადა სესხების გადახდა, რომლის დროც მაისში იწურებოდა.]]>

  • No Comments
  • მაისი 21, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *