
საბრძოლო მოქმედებების შეჩერების ერთადერთი გზა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაა.
„მე მზად ვარ შევხვდე პრეზიდენტ ტრამპს და პუტინს, მზად ვარ შევხვდე ყოველგვარი პირობის გარეშე“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის მზადაა სამმხრივი შეხვედრისთვის, მაგრამ არა მოსკოვში.
„ეს არ არის პირობები, ეს არის სიტუაცია – რუსეთი თავს დაგვესხა, მე არ შემიძლია წავიდე ქვეყანაში, როდესაც ეს ქვეყანა, ეს ქალაქი, მოსკოვი, თავს გვესხმის. ამიტომ, არ შეიძლება, რომ მე წავიდე მათ დედაქალაქში სარაკეტო ცეცხლის ქვეშ. ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, დაიკავოს მკაფიო პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რათა შეაჩეროს ვლადიმერ პუტინი და დაასრულოს ომი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საბრძოლო მოქმედებების შეჩერების ერთადერთი გზა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაა.