19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
საბჭოს პირველი სხდომა
By

საბჭოს პირველი სხდომა

თამაზ მგზავრიძე 27 48 94 –
ქედის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ხარაძე უძღვებოდა. სხდომაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცეს, მიმდინარე წელს დაგეგმილ და განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. სხდომას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

– ჩვენი მიზანია, მხარი ავუბათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. საბჭოს თითოეული წევრის ჩართულობა ამ პროცესებში სასიკეთოდ წაადგება როგორც მუნიციპალიტეტს, ისე ქვეყანას, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას და გენდერული პოლიტიკის განხორციელებას, – გვითხრა ოთარ ხარაძემ.

  • No Comments
  • მარტი 6, 2024

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *