By
საგაზაფხულო სესია გაიხსნა
აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა.
კანონმდებლებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარუდგინა.
საკანონმდებლო პაკეტი, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტებს მოიცავს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტი განსახილველად კომიტეტებში ჩაეშვა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
სხდომის დაწყებისას, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. დავით გაბაიძემ და უმაღლესი საბჭოს წევრებმა ქალბატონებს დედის დღე – 3 მარტი მიულოცეს.