19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
საგარეო საქმეთა მინისტრი დანიის სამეფოს ეწვევა
By

საგარეო საქმეთა მინისტრი დანიის სამეფოს ეწვევა

16 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით დანიის სამეფოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს დანიელ კოლეგა ლარს ლოკე რასმუსენთან.
,,შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკურ და განვითარების სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, შეხვდება დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობებისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

  • No Comments
  • ნოემბერი 15, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *