
By
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გრძელდება
მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება ტრადიციული საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმის მერიის თასი -2025“. ღონისძიებას ჩვენი ქალაქი უკვე მეცხრედ მასპინძლობს. ფესტივალი ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონასა“ და ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად იმართება 8, 10, 12 და უფროსი ასაკის როგორც ქალ, ასევე მამაკაც მოჭადრაკეებს შორის. საპრიზო ადგილებისთვის 28 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი იბრძვის, მათ შორის, ყველა ასაკის საერთაშორისო კლასის დიდოსტატები და ოსტატები.
აღსანიშნავია, რომ დიდოსტატთა შორის ქართველები – გიგა ყუფარაძე, ლუკა კილაძე და დავით ბენიძე ლიდერობენ. მათ ნახევარი ქულით ჩამორჩება ბათუმელი გაიოზ ნიგალიძე.
მანანა ძიძიშვილი