საერთაშორისო სემინარი – ბათუმში
By

საერთაშორისო სემინარი – ბათუმში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ საფრანგეთის ელჩ ოლივიე კურტოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დირექტორ მიხეილ ჩოკოშვილთან ერთად გახსნა ბათუმში საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით „პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: შავი ზღვიდან ევროკავშირამდე“.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე დარახველიძემ სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ეფექტიან ზომებზე.

საერთაშორისო სემინარი საქართველოში, საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, 25-26 ნოემბერს ბათუმში იმართება და მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოთა თანამშრომლობის გაძლიერებას.

სემინარში მონაწილეობენ ევროპის 13 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების, საბაჟო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *