საერთაშორისო ტურნირი – კარატეში
By

საერთაშორისო ტურნირი – კარატეში

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში სამ დღეს მიმდინარეობდა საერთაშორისო ტურნირი „ბათუმი ოუფენ 2025“ ტაეკვონდოში, რომელშიც შვიდი ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. წარმატებით იასპარეზეს ჩვენი სასახლის სპორტსმენებმა, რომლებმაც  სხვადასხვა წონით კატეგორიაში 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის გამარჯვებულები და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: მაია ძირკვაძე, ვიოლა ცეცხლაძე, ეთერ ხაჟომია, სანდრო ცეცხლაძე, ლილე დევაძე. ვერცხლის მედლები გიორგი მოსკალეცმა და ანა ცეცხლაძემ დაისაკუთრეს, ხოლო ბრინჯაო –  ზურა ხუნდაძემ, ალაექსანდრე დევაძემ, ბესარიონ კაკაჩიამ, ილია კოჩალიძემ, დემეტრე ხალვაშმა, ზეჰრა მამულაძემ, დემეტრე ჩაჩუამ, ილია ჯორბენაძემ, სალი პლატონაძემ, ლიზი პლატონაძემ, გუგა მუხაშავრიამ, ლუკა ცენტერაძემ.
ასპარეზობისთვის სპორტსმენები მწვრთნელებმა  ზაზა ჭანტურიამ, თემურ ღლონტმა და აკაკი ცენტერაძემ მოამზადეს.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • აგვისტო 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *