
საერთაშორისო ტურნირი – კრივში
24-დან 30 ივნისის ჩათვლით მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს კრივში. ტურნირი ტრადიციულია და აჭარის კრივის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, საქართველოს ჩემპიონისა და პრიზიორის ირაკლი აბაშიძის ხსოვნას ეძღვნება. შეჯიბრებაში, რომელიც მამაკაცთა შორის ათ წონის კატეგორიასი ტარდება, ათი ქვეყნის 150 სპორტსმენი მონაწილეობს.
როგორც ირგანიზატორები ამბობენ, ტურნირის მიზანი ქართველი სპორტსმენის ირაკლი აბაშიძის ღვაწლის დაფასება და საერთაშორისო სპორტული თანამშრომლობის გარღმავებაა.
შეჯიბრება საინტერესოა იმითაც, რომ მასში მხოლოდ ეროვნული ნაკრებების ლიდერები მონაწილეობენ. ტურნირზე საქართველოს 16 მოკრივე გამოდის, აქედან ოთხი აჭარის სკოლის წარმომადგენელია.
ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი წინამოსამზადებელი ეტაპი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც შემოდგომაზე ინგლისში გაიმართება.
ტურნირს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გალერეა

