
საერთაშორისო ტურნირი – ძიუდოში
ბათუმში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასი“ ძიუდოში, რომელიც ტრადიციულია და საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მწვრთნელს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების აღმზრდელს, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელს სოლომონ ფეიქრიშვილს ეძღვნება. სხვათა შორის, აჭარაში ძიუდოს განვითარება სწორედ მის სახელს უკავშირდება.
ღონისძიებაში საქართველოს გარდა, ლატვიის, აზერბაიჯანისა და თურქეთის 2008-2009 წლებში დაბადებული 350-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
აჭარის სპორტსმენებმა – მირიან კახიძემ, თენგიზ ჭინკაძემ, ერეკლე აბაშიძემ სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს (მწვრთნელი – აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვახტანგ ზოიძე).
ტურნირი, რომელსაც მხარს აჭარის სპორტის დეპარტამენტი და მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპოტული სკოლა უჭერდნენ, საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა.
მანანა ძიძიშვილი