საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ძებნილი ერთი პირი დააკავეს
By

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ძებნილი ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1992 წელს დაბადებული ა.ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ო.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ასევე, დადგინდა, რომ 1992 წელს დაბადებული ა.ო. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ნარკოტიკული საშუალებების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები ტარდება.

  • No Comments
  • თებერვალი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *