
By
საკადრო ცვლილებები – მთავრობაში
ლევან დავითაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. საკადრო ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დავითაშვილი ამ თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილმა შეცვალა, რომელიც 2021 წლის მაისიდან ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილე იყო.
ლევან დავითაშვილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი 2022 წლის 9 თებერვლიდან ეკავა, 2021 წლის 12 ივლისიდან იყო საქართველოს ვიცე-პრემიერიც.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უკვე ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოზიციას დაიკავებს.