საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა
By

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 3 წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის  სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა თურმანიძე უძღვებოდა. ნოდარ მელაძემ, ირაკლი გვარჯალაძემ და მარიამ გუგუნავამ კანონმდებლებს საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული ხედვები გააცნეს და უპასუხეს მათ შეკითხვებს. კომიტეტმა სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხი სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში გარკვეული პოლიტიკური სუბიექტებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო, კომიტეტების წევრთა რაოდენობა 6-ის ნაცვლად 5-ით განისაზღვრება. აქედან 4 კვოტა ექნება ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, ერთი კი დამოუკიდებელ დეპუტატს.

კანონმდებლებმა  წარმოდგენილ საკითხს ერთხმად  დაუჭირეს მხარი და ასევე, ცნობად მიიღეს მამუკა თურმანიძის მიერ  სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციის მიერ 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე გამოყენების შესახებ.

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *