
By
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ს სხდომაზე მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენიმე პროექტი განიხილეს.
პროექტები საარჩევნო პლაკატების განთავსებასა და მასთან დაკავშირებულ აკრძალვებს ეხებოდა. მოსაზრება გამოთქვეს საკრებულოს წევრებმა: ფატი ჭაღალიძემ, ედუარდ გოგრაჭაძემ, გიორგი კეკელიძემ.
განხილული პროექტები ერთხმად დაამტკიცეს. ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული საკრებულოს წევრები რიგგარეშე სხდომას არ ესწრებოდნენ.
ცოტნე ცაბაძე