საკუთრების უფლების დაცულობით საქართველომ მაღალი შეფასება მიღო
By

საკუთრების უფლების დაცულობით საქართველომ მაღალი შეფასება მიღო

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, საკუთრების უფლების დაცულობის რეიტინგს აქვეყნებს.

ინდიკატორის მეთოდოლოგია ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და ორგანიზაცია Prindex-ის თემატურ გამოკითხვებს. კვლევები ეხება ერთი მხრივ იმის დადგენას, თუ რამდენად არის დაცული საკუთრების უფლება ქვეყანაში, მეორე მხრივ კი გარკვევას იმისა, თუ მესაკუთრეების შეფასებით, რამდენად სავარაუდოა, რომ მათ მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაკარგონ ქონების ან ქონების ნაწილის გამოყენების უფლება მათი ნების საწინააღმდეგოდ.

საკუთრების უფლების დაცულობით, გლობალურ რეიტინგში საქართველომ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე მოხვდა, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის კი საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილზე გამწესდა.

საქართველო უსწრებს OECD-ის, ევროკავშირისა და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ხორვატია, ლატვია, საბერძნეთი, კვიპროსი, მალტა, უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი, სამხრეთ კორეა.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *