19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
სალომე მელიას ევროპული მცირე ბრინჯაოს მედალი
By

სალომე მელიას ევროპული მცირე ბრინჯაოს მედალი

მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში დასრულდა ევროპის ქალ მოჭადრაკეთა შორის რიგით მე-15 ჩემპიონატი, რომლის სასტარტო რეიტინგ-ლიდერი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ქალთა ნაკრები გახლდათ.

საქართველოს ღირსებას ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია იცავდნენ (გუნდის კაპიტანი – დავით ჯოჯუა).

ასპარეზობა, რომელშიც 32 ევროპული გუნდი მონაწილეობდა, შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად მიმდინარეობდა.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ პირად დაფაზე მცირე ოქროს მედალი მერი არაბიძემ მოიპოვა, ხოლო სალომე მელიამ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

რაც შეხეება მამაკაცებს, სასტარტო სიაში 23-ე ნომრად განთესილი საქართველოს ვაჟთა ნაკრები მე-11 ადგილზე გავიდა. პირად დაფაზე საუკეთესო შედეგი ბაადურ ჯობავას ჰქონდა, რომელმაც მცირე ოქროს მედალი დაისაკუთრა.

  • No Comments
  • ნოემბერი 21, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *