
By
სამების საკათედრო ტაძარში 71-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში რიგით 71-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს 1 000 ბავშვი შეემატა.
„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დღეს მოინათლა 1 000 ბავშვი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბავშვები. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 71-ე საყოველთაო ნათლობაზე.
ამჟამად ილია მეორეს 50 000-მდე ნათლული ჰყავს.
ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.