სამედიცინო პატრონაჟი – მემთეურებს
By

სამედიცინო პატრონაჟი – მემთეურებს

მარეთისა და მაჭახლის ხეობების მეცხოველეები ზაფხულში პირუტყვს მთა ჩირუხში აბინავებენ. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის მეცხოველეები კი პირუტყვს მთა ჯანჯღნარში მირეკავენ.

შუახევის სოციალური სერვისების ცენტრის, პირველადი სამედიცინო ცენტრებისა და თემის სამედიცინო პუნქტების ხელმძღვანელებისა და სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობა მემთეურებს არ აკლიათ.

მთა ჯანჯღნარში იმყოფებოდნენ სერვისების ცენტრის დირექტორი მერაბ დავითაძე, ზამლეთის პირველადი სამედიცინო ცენტრის ექიმი პავლე მჟავანაძე, ექთანი მაყვალა მახარაძე, ჩირუხში – სერვისების ცენტრის უფროსი სპეციალისტი მონიტორინგის დარგში მარინე მახარაძე, ექთანი თამილა ფუტკარაძე. ისინი ათეულობით პაციენტს მოემსახურნენ და მედიკამენტებიც უფასოდ გადასცეს.

თამაზ მგზავრიძე

 

  • No Comments
  • ივლისი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *