სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობას გაეცნენ
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ ჯიღაურას ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც ვაზის ქართული და უცხოური ჯიშების კოლექციები, საძირეთა და სანამყენეთა სადედეები, ეკრანული სათბურები და ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე დაათვალიერა, ასევე, გაეცნო ცენტრის საქმიანობის კვლევით მიმართულებებს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც ნერგის წარმოების ხარისხის ამაღლებას ემსახურება.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აჭარის რეგიონში სერტიფიცირებული ნერგების წარმოების ხელშეწყობაზე, ფერმერთა გადამზადებასა და ტრენინგების ჩატარების გეგმებზე.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და ცენტრის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.