
By
სამთვიანი უფასო ტრენინგ-კურსი
აჭარაში დამწყები გიდებისთვის ტრენინგები აქტიურად გრძელდება.
ამჟამად მათ ლექციები საქართველოს ისტორიის, ექსკურსიათმცოდნეობისა და აჭარაში ჩაის კულტურის შესახებ ჩაუტარდათ.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფასო, სამთვიან ტრენინგ-კურსებზე მომავალი გიდები ასევე გაივლიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ტურის დაგეგმვა,
გიდის ფსიქოლოგია, ბათუმის განაშენიანება და არქიტექტურა, ბათუმის ტურისტული მარშრუტები, ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობები,
გიდისთვის საჭირო დაწესებულება/ორგანიზაციები და ინტერნეტრესურსები, პირველადი დახმარების საშუალებები.
დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ისე გასვლით გაკვეთილებს ქალაქის მარშრუტებსა და ობიექტებზე.