სამინისტრომ 220-ზე მეტი ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა
By

სამინისტრომ 220-ზე მეტი ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აგრძელებს პირველადი ჯანდაცვის მხარდაჭერას რეგიონში.

მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად და ოჯახის/სოფლის ექიმების ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, სამინისტრომ წელს დამატებით 220-ზე მეტი ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედი პირველადი ჯანდაცვის ცენტრი შესაბამისი აპარატურით აღიჭურვა.

სამინისტროს ინფორმაციით, სერვისი უზრუნველყოფს დროულ და ხელმისაწვდომ მომსახურებას იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ამბულატორიულ პირობებში სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ ოქსიგენოთერაპია.

პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

2025 წელს სამინისტრომ 150-მდე ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა.

  • No Comments
  • თებერვალი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *