
By
სამინისტროს სტრატეგიული გეგმები განიხილეს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძეს შეხვდა. მათ გარემოს დაცვის მიმართულებით სამინისტროს სტრატეგიული გეგმები განიხილეს, იმსჯელეს დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოებასა და ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის ხელშეწყობის გეგმებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის აღდგენის საკითხზე, მათ შორის, ნაპირდაცვისა და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების გაძლიერებაზე, გარემოს დაცვისა და აგრარული მიმართულებით დეფიციტური პროფესიების აღდგენის მნიშვნელობაზე, რაც პროფესიული განათლების განვითარებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას შეუწყობს ხელს.
გალერეა
