19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
სამინისტროში ლაო ჯინჯაოს შთამომავალს უმასპინძლეს
By

სამინისტროში ლაო ჯინჯაოს შთამომავალს უმასპინძლეს

ჩინელი აგრონომის ლაო ჯინჯაოს შთამომავალს ლიუ (დევიდ) ჰაოს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე განიხილეს ჩაქვში მდებარე ლაო ჯინჯაოს სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია-მოწყობის სამუშაოებში ჩინელი სპეციალისტების ჩართულობის საკითხები.

სტუმრებმა კულტურის მინისტრს პროექტი გააცნეს, რომელიც ლაო ჯინჯაოს სახლ-მუზეუმის შიდა ინტერიერის 3D ვიზუალიზაციას უმაღლესი ტექნოლოგიებით ითვალისწინებს.

მუზეუმში გამოიფინება ლაო ჯინჯაოს პირადი ნივთები და სხვადასხვა ექსპონატი, რომელსაც ქართულ მხარეს ჩინელი აგრონომის შთამომავალი გადმოსცემს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს თანამშრომლობისთვის და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა.

  • No Comments
  • ივლისი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *