
By
სამკურნალო წყალი – ხალხის სამსახურში
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის გაყოლებაზე, სოფელ ჩანჩხალოს ტერიტორიაზე სამკურნალო წყალია, რომელსაც საუკუნეებია ადგილობრივები „ჩანჩხალოს აბანოს“ სახით იცნობენ. მას ძვალსახსრებისა და რევმატული დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.
ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ჯიხური აიგო და გზიდან ასასვლელი კიბე გაკეთდა. შენობა და კიბე კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებდა. ა(ა)იპ „შუახევის კომუნალური სერვისის“ ოსტატებმა რემონტიც ჩაატარეს და იქაურობაც მოაწესრიგეს.
ცოტნე ცაბაძე