
By
სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ტიტე აროშიძეს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამინისტროს პროგრამების შემუშავებაში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობას და ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობას სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში.