
By
სამუშაოები ივლისის ბოლომდე დასრულდება
ბათუმში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. დასრულებულია სანიაღვრე სისტემისა და კოლექტორების მოწყობა, ასევე, ბეტონის საფარის დაგება მუსხელიშვილის ჩიხებში. ცენტრალურ გზაზე და ჩიხებში დამონტაჟდა გარეგანათების ქსელი.
ამ ეტაპზე, ავტობანის მიმდებარედ ხორციელდება ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება, ასევე, ბორდიურებისა და ქვაფენილის მოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც 9 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, ივლისის ბოლომდე დასრულდება.