By
სამუშაო შეხვედრა ბაღების გაერთიანებაში
საბავშვო ბაღების გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა დალი ფუტკარაძემ, ბაღების მენეჯერებთან გაცნობითი და სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იმსჯელეს ბაღებში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. ესენია: მიმდინარე საქმიანობის შესრულება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის გზები, 2026 წლის პრიორიტეტული მიმართულება და დაგეგმილი ინიციატივები.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი მიმდინარე პროცესების შეფასება და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა იყო. ახალმა ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა არის ის საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს საბავშვო ბაღების სისტემის უწყვეტ განვითარებასა და ხარისხის ზრდას.