სამუშაო შეხვედრა – ქედაში
By

სამუშაო შეხვედრა – ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ფანცხავამ და სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებმა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანი იყო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაცია, სამოქმედო გეგმის გაცნობა და შესაბამის უწყებებს შორის ფუნქციების გადანაწილება.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მერის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის წევრები.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • მარტი 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *