
By
სამუშაო შეხვედრა – ხელვაჩაურის მერთან
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმაჰ ზაზა დიასამიძემ, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მოახლოებული ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით გაიმართა. მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული მზადყოფნის, სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და ტურისტული ნაკადების მომსახურების პროცესის კოორდინაციაზე.
განიხილეს არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენება, უსაფრთხოების ზომების დაცვა, დასუფთავებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის საკითხები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მონაწილეებმა დასახეს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონის ორგანიზებულ და წარმატებულ მიმდინარეობას.