სამუშაო შეხვედრები
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, საკრებულოების წევრები ესწრებოდნენ.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია თვითმმართველობებთან მაქსიმალური კოორდინაცია, მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება.
შეხვედრებზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. განიხილეს მიმდინარე პროექტების და პროგრამების შესრულების დინამიკა. აღინიშნა, რომ რეგიონში თითოეული პროექტი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად უნდა განხორციელდეს.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში არსებული გამოწვევების ეფექტურ და დროულ გადაწყვეტას.
ოთარ ცინარიძე
გალერეა


