
სამშენებლო სამუშაოები გრძელდება
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ არსენაულში, ჯემალ ნაკაშიძის საცხოვრებელ სახლთან, ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დაბა ქედაში, ზურაბ ხაბაზის სახლის მიმდებარედ, საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლის საძირკვლის დამუშავებისა და არმატურით დაქსელვის სამუშაოებია დაწყებული.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან ერთად გაეცნო.
-კიდევ რამდენიმე სოფელსა და დასახლებულ უბანში კეთდება გაბიონი, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, ასევე გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, დამუშავდება ფერდობები და საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი დაიგება, – გვითხრა იმედა ვასაძემ.
თამაზ მგზავრიძე