
By
სანაპირო ზოლი დაასუფთავეს
ბოლო დღეებში შავ ზღვაზე განვითარებულმა ძლიერმა შტორმმა, ბათუმის ზღვის სანაპირო ზოლს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ნაპირზე დიდი რაოდენობით ნარჩენები და ნაგავი გამოირიყა, რამაც საკურორტო ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა გაართულა.
აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ძალების სწრაფი რეაგირება მოახდინა.
მოეწყო სანაპირო ზოლის დასუფთავების კამპანია, რაშიც საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ სრული შემადგენლობით აქტიურად ჩაერთო და მნიშვნელოვანი ნაწილის გასუფთავებაში დიდი წვლილი შეიტანა.
– ამ ღონისძიებაში ჩვენი მონაწილეობა არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა, არამედ ჩვენი მშობლიური ქალაქისადმი სიყვარულისა და ზრუნვის გამოხატულებაა, – წერს სოცქსელში საკალათბურთო კლუბის დირექტორი ლაშა კეშელავა.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა




