სანიტარული ზედამხედველობა კანონის შესაბამისად ხორციელდება
By

სანიტარული ზედამხედველობა კანონის შესაბამისად ხორციელდება

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების   სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი გრძელდება. ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად,  დეზინფექციისა და სტერილიზაციის რეჟიმს, სახიფათო ნარჩენების შეგროვებასა და პერსონალის ჰიგიენის წესების დაცვას ამოწმებს.

ბათუმის ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე, 300-ზე მეტი სილამაზის სალონი ფუნქციონირებს. უწყების ინფორმაციით, სანიტარული ზედამხედველობა, კანონის შესაბამისად, შერჩევითობის პრინციპით ხორციელდება.

  • No Comments
  • აგვისტო 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *