19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს  ერთი მოქალაქე
By

საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს  ერთი მოქალაქე

ნანა აბულაძე 577 20 35 90 –

31 ოქტომბერს ოკუპანტებმა შიდა ქართლში, სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, გვყავს 7 უკანონო პატიმარი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი ტახტისძირელი მწყემსია, რომელიც სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, პირველ ნოემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 115-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ქართული მხარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გააპროტესტებს და მოითხოვს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას. აღნიშნული მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა, რომლის  თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან.

  • No Comments
  • ნოემბერი 1, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *