
By
„საოჯახო მეურნეობის განვითარების“ პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დეკანაშვილებში, ბადრი თავართქილაძის საკარმიდამო ნაკვეთში ჟოლოს ბაღი დაათვალიერა და კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა.
ფერმერს ჟოლოს ბაღი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საოჯახო მეურნეობის განვითარების“ ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდა. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების და საოჯახო მეურნეობების ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარების ხელშეწყობა.
ჟოლოს კრეფის პროცესში ასევე, მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები, ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები.