საპატიო ხელვაჩაურელები დაჯილდოვდნენ
By

საპატიო ხელვაჩაურელები დაჯილდოვდნენ

,,ხელვაჩაურის დღეების“ ფარგლებში, გონიო აფსაროსის ციხეში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა მიულოცა და დამსწრეთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების ფარგლებში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე მოეწყო მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა. დაჯილდოვდნენ საპატიო ხელვაჩაურელები. საღამო  ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების, ასევე, ჯგუფი ,,ურსას” კონცერტით დასრულდა.

„ხელვაჩაურის დღეები“ წელს მესამედ ჩატარდა, ღონისძიებას უცხოელი ტურისტებიც ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *