საპიკნიკე ინფრასტრუქტურა – დარჩიძეებში
ისტორიული ძეგლები, საკულტო ნაგებობების ნაშთები დამახასიათებელია აჭარა-შავშეთის ქედის კალთაზე განფენილ სოფელ დარჩიძეებისთვის. ის ახლო დასახლებაა მთა ჩირუხთან, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა ვითარდება. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სოფელ დარჩიძეებში საპიკნიკე არეალი მოეწყობა.
სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროცესს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მისი პირველი მოადგილე ფრიდონ ფუტკარაძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიის, მისასვლელი გზის, ბილიკების, პარკინგის, სასმელი წყლის კუთხისა და სველი წერტილების მოწყობა. ბეტონის საფარი დაიგება, დამონტაჟდება გადასახედი ბინოკლი, საქანელები და გაკეთდება გარე განათება.
სივრცე გათვლილია როგორც ადგილობრივ მოსახლეებზე, ისე მოგზაურობის მოყვარულ უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტიორებზე. სამუშაოებზე ადგილობრივი მუშხელია დასაქმებული.
ცოტნე ცაბაძე