
სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა
ცოტნე ცაბაძე 27 48 94 –
დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში განთავსებულია საკონცერტო სცენა, დანდალოს პირველადი ჯანდაცვის , ბაგა-ბაღისა და ადმინისტრაციის მოხელეთა ოფისები, რომელთა ნაწილი სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. ახლახან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხებით რემონტი დაიწყეს. მას შპს ,,კაიზერი” აწარმოებს. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა წყალ-კანალიზაციის სისტემა, ელექტროგაყვანილობა, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემები, კეთილმოეწყობა შიდა ინტერიერი და გარე ფასადი. შენობა მთლიანად განახლდება თანამედროვე ტიპის სტანდარტების მიხედვით და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
შენობის სარემონტო სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ, მერიის წარმომადგენელმა დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში ანზორ გოგიაშვილმა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დანდალოელთა მაჟორიტარმა ოთარ ხარაძემ მოინახულეს.
რემონტის დასრულების შემდეგ დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეეძლება ერთ სივრცეში ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტების არაერთი სერვისით.